ავიაიერიში სირიაზე - დონალდ ტრამპი მისიას შესრულებულად მიიჩნევს

მსოფლიო ყურადღების ცენტრში ისევ სირიაა. დონალდ ტრამპი მისიას შესრულებულად მიიჩნევს. გაერო-ს უშიშროების საბჭოში შეერთებული შტატების ელჩი და სხვა დასავლური ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები ასადის რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელებულ იერიშს, ლეგიტიმურ და სწორ გადაწყვეტილებად აფასებენ.

კრემლი კი მუქარის შემცველ განცხადებებს ავრცელებს და საპასუხო ზომებს აანონსებს.