ავღანეთში საფეხბურთო სტადიონებზე აფეთქებებს, სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში საფეხბურთო სტადიონებზე აფეთქებებს, სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა, 45 დაიჭრა. აფეთქება ქალაქ ჯალალაბადის სამ სტადიონზე თითქმის ერთდროულად მოხდა. გარდაცვლილებს შორის ადგილობრივი ხელისუფლების რამდენიმე წევრიცაა. ისინი კრიკეტის მატჩს ესწრებოდნენ.

ავღანეთის ამავე პროვინციაში ძალადობის ესკალაციისა და უსაფრთხოების პრობლემების გამო, გასულ კვირაში გუბერნატორი გადააყენეს. პროვინცია ნანგარჰარი „ისლამური სახელმწიფოს“ და „თალიბანის“ დასაყრდენად მიიჩნევა.