აუდიტის დასკვნა

თავდაცვის სამინისტროში ყოფილი თანამშრომლების საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით, მათი გათავისუფლების შემდგომ, თვეების განმავლობაში ხელფასების ჩარიცხვა ხდებოდა. ამის შესახებ აუდიტის სამსახური მთავარ პროკურატურას მასალებს უგზავნის. თუმცა, როგორც ძალოვანი უწყება განმარტავს, ფაქტზე მყისიერი რეაგირება უკვე მოხდა და ხუთი პირი პასუხისგებაში მიეცა.