ატომური წყალქვეშა ნავები – ტრამპის გადაწყვეტილება

21:22, 02.08.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის სიახლოვეს ორი ატომური წყალქვეშა ნავი გაგზავნა. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მიზანი ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების დაცვაა. შტატების ლიდერის ამ გადაწყვეტილებას წინ რუსეთის ყოფილ პრეზიდენტ, დიმიტრი მედვედევთან სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავების გადაადგილება იმ დროს ხდება, როდესაც ტრამპის მიერ რუსეთისთვის უკრაინაში ომის დასასრულებლად მიცემული 10-დღიანი ვადა იწურება. უახლოეს დღეებში რუსეთში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს ელოდებიან.

შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კრემლში ჯერჯერობით გამოხმაურება არ მოჰყოლია, თუმცა უკრაინის ქალაქების დაბომბვა გრძელდება. რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ ბოლო იერიშს 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საპასუხო დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე ახორციელებს უკრაინაც.

მსგავსი