აშშ უკრაინას ანტისარაკეტო სისტემებს გადასცემს

აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს. თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ 65 უკრაინელი ჯარისკაცი „პეტრიოტის“ სისტემებით ოპერირების შესწავლის კურსს უახლოეს დღეებში დაასრულებს. ამის შემდეგ კი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები დამატებით ტრენინგებს ევროპაში გაივლიან.

როგორც „სიენენი“ წერს, უკრაინელმა ჯარისკაცებმა საკმაოდ სწრაფად შეძლეს „პეტრიოტის“ სისტემების მართვისა და გამოყენების ათვისება. ისინი სასწავლო კურსს ათი კვირის ნაცვლად, რვა კვირაში ასრულებენ. მედიასაშუალების ცნობით, „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემების უკრაინაში გამოყენებას სამხედროები რამდენიმე კვირაში შეძლებენ. შტატები უკრაინისთვის „აბრამსის“ ტიპის ტანკების გადაცემის პროცესსაც დააჩქარებს.