აშშ თავდაცვის მდივნის განცხადება

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინის სამხრეთში აქვს „თანდათანობითი წარმატებები“ და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებს სასტიკ და ულმობელ მეთოდებს. ამის შესახებ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, ევროპა ბოლო რამდენიმე თაობის განმავლობაში უსაფრთხოების ყველაზე მასშტაბური გამოწვევის წინაშე დგას, ხოლო უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის ომს ტრაგიკული უწოდა.

ლოიდ ოსტინმა დაგმო რუსეთის წინდაუხედავი და დაუნდობელი ომი უკრაინის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიამ გამოაცოცხლა უკრაინელი ერი, ნატო და მთელი თავისუფალი სამყარო.