აშშ-ში უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის მაჩვენებელი 3,8-პროცენტამდე შემცირდა. შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის მაისში ამერიკაში 223 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. შარშან ეს მაჩვენებელი 4 პროცენტს აჭარბებდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2009 წელს დაფიქსირდა. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში უმუშევრობა 5%-ს გაუთანაბრდა.

დონალდ ტრამპმა უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება მისი ადმინისტრაციის დიდ წარმატებად შეაფასა.