აშშ-ში დიზელის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია 

21:19, 04.09.2026

დიზელის ფასი აშშ-ში რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა და პირველად ისტორიაში გალონზე საშუალოდ 5,85 დოლარს მიაღწია, მაშინ, როდესაც ერთი წლის წინ მისი საშუალო ფასი 3,71 დოლარი იყო. ამის შესახებ BBC ამერიკის საავტომობილო ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. აშშ-ში დიზელს ძირითადად კომერციულ სატრანსპორტო საშუალებებში იყენებენ, მათ შორის სატვირთო მანქანებში, მატარებლებში, ნავებში, ავტობუსებსა და სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო ტექნიკაში.

BBC-ის ცნობით, ირანთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ, საწვავის ფასები მკვეთრად გაიზარდა, რაც საბითუმო ნავთობის ფასების ზრდას უკავშირდება. საწვავის გაძვირების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ვენესუელასთან ნავთობის შეთანხმების მეშვეობით ამერიკაში ბენზინის ფასებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

მსგავსი