აშშ სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს შეამცირებს
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. დონალდ ტრამპი აღნიშნულს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან მის „ძალიან კარგი ურთიერთობით“ ხსნის. „ეს წვრთნები არა მხოლოდ ძვირია, რომლის ხარჯების დიდ ნაწილს, როგორც ყოველთვის, ამერიკის შეერთებული შტატები იხდის, არამედ აგზავნის სიგნალს, რომელიც სრულიად შეუსაბამო და მტრულია“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
თეთრი სახლის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეამ, ცოტა ხნის წინ, აშშ-თან ერთად ირანის ბირთვული განიარაღების პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის პარალელურად, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს შორის ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნების შეჩერებას მოითხოვდნენ.