აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი ოპერაცია ირანში

რეალობად ქცეული მუქარა – „ლომის ღრიალი“ და „ეპიკური მრისხანება, ირანში.  ალტერნატივა – გარდაუვალი სიკვდილი,“ – ასეთია დონალდ ტრამპის შეთავაზება ირანის შეიარაღებული ძალების მიმართ, იმ შემთხვევაში, თუკი ისინი იარაღს არ დაყრიან. ომის პირველ დღეს განადგურებულია უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია, ირანი ადასტურებს ორი მეთაურის დაღუპვასაც.   საპასუხო აფეთქებების ხმა ისმოდა სპარსეთის ყურის ქვეყნებშიც, კატარში ორი ირანული რაკეტა გაანეიტრალეს.

„ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები აგრესორებს იმ გაკვეთილს ჩაუტარებენ, რასაც იმსახურებენ,“ – ასეთია ოფიციალური ირანის პოზიცია აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი შეტევის საპასუხოდ.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, სამხედრო ოპერაციის მიზანი ირანის ბირთვული პროგრამების განადგურებაა. ცოტა ხნის წინ გაერო-ში უშიშროების საბჭოს სხდომა ჩაინიშნა.

უახლესი ინფორმაციით, გივი ბარამიძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში.