აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადება

ზელენსკი გონს უნდა მოეგოს ან უკრაინას სხვა ვინმემ უნდა უხელმძღვანელოს, – ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა. „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში მან თქვა, რომ ტრამპი ცდილობს, ორივე მხარე მშვიდობის წერტილამდე მიიყვანოს, თუმცა ზელენსკის ქმედებებმა აჩვენა, რომ ის ამისთვის მზად არ არის. ამასთან, ჯონსონმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიები წიაღისეულის მოპოვების უფლებების შესახებ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია. კითხვაზე, იყო თუ არა პუტინი „გამარჯვებული“ ოვალურ კაბინეტში დაძაბული აზრთა გაცვლა-გამოცვლის შედეგად, ჯონსონს მიაჩნია, რომ არ ყოფილა“.