აშშ-ს ეკონომიკური იერიში ირანზე

21:15, 25.08.2026

გაყინული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე, ამერიკა ირანის წინააღმდეგ ეკონომიკურ ზეწოლას ზრდის. მასშტაბური ფინანსური შეტევის დაანონსების შემდეგ, ვაშინგტონმა თეირანს ახალი სანქციები დაუწესა, რომლებიც ირანის ფინანსური შესაძლებლობების შესამცირებლად და მის იზოლაციაში მოსახვედრად პრაქტიკულად ყველა მიმართულებას მოიცავს. ამ ნაბიჯით აშშ-მა ირანის ყველა სავაჭრო პარტნიორიც გააფრთხილა და მშვიდობასა და ტერორს შორის არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.

ტრამპის მოთხოვნაა, რომ ირანისთვის ნებისმიერი დახმარების გაწევა უნდა შეწყდეს, სხვა შემთხვევაში, ამერიკა ეკონომიკური სანქციებით მათაც ემუქრება. ახლა მთავარი კითხვაა, მოიაზრება თუ არა მუქარის ადრესატებს შორის ირანის სავაჭრო პარტნიორი ჩინეთიც, რომელთანაც ამერიკას სავაჭრო ზავი აქვს გაფორმებული. თავის მხრივ, დაანონსებულ შემზღუდავ ზომებსა და ახალ სანქციებს მუქარით პასუხობს ირანი, რომელიც იზოლაციისა და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, საპასუხო ზომების მიღებას გეგმავს.

მსგავსი