აშშ პრეზიდენტისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის საუბარი

12:18, 08.09.2026

ამერიკის პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ლიდერებმა არაერთ საკითხზე, მათ შორის ბრიტანეთისა და ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ამასთან, რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადეს, რომ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტის მექანიზმის რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედება, რათა ომში ადამიანური დანაკარგები შეჩერდეს.

ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ბერნემმა კიდევ ერთხელ გამოხატა დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და სამშვიდობო მოლაპარაკებებში შეერთებული შტატების მონაწილეობა დადებითად შეაფასა.

ტრამპმა და ბერნემმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაც განიხილეს და ხაზი გაუსვეს საკუთარ სურვილს, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ. ამასთან, ლიდერები თანხმდებიან, რომ არ დაუშვებენ, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.

მსგავსი