უკრაინის ომის მიმდინარეობა შესაძლოა მნიშვნელოვან ცვლილებებს დაექვემდებაროს.
უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების შემცირება ოფიციალური კიევის უკმაყოფილებას იწვევს. ვითარების გარკვევას უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას შეეცდება. კომუნიკაცია 4 ივლისს იგეგმება. მანამდე დონალდ ტრამპს ერთსაათიანი სატელეფონო დიალოგი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტთან. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის დისკუსიის თემა უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულება იყო. პარალელურად რუსეთი ფრონტის ხაზს მიღმა უკრაინულ ქალაქებს ისევ ბომბავს, რაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს იწვევს.