აშშ-ის სენატის გადაწყვეტილება

რესპუბლიკელმა სენატორმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფის ინიციატივის სწრაფად დამტკიცება დაბლოკა. შეერთებული შტატების სენატი ამ კვირაში აპირებდა მიეღო ჯო ბაიდენის ინიციატივა, რომელიც უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფას ითვალისწინებდა, თუმცა, პროცესი რენდ პოლის გადაწყვეტილების გამო შეჩერდა. მან მოითხოვა, კანონპროექტში შეეტანათ ნორმა, რაც სპეციალური საზედამხედველო ორგანოს შექმნას ითვალისწინებს და თანხის გამოყენებას აკონტროლებს. შესაბამისად, პროექტის განხილვა შემდეგი კვირისთვის გადაიდო.