აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. მედიის ცნობით, 43 წლის მამაკაცი 4 ივნისს ლუიზიანას შტატშია გარდაცვლილი. „ეიბისი ნიუსის“ ცნობით, ამის შესახებ უწყებამ კანონმდებლებს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა. აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის შეტყობინების თანახმად, ქართველი უგონო მდგომარეობაში იპოვეს და ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
„გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და სიცოცხლის გადასარჩენად გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, დაახლოებით 23:22 საათზე ექიმმა პაციენტი გარდაცვლილად გამოაცხადა“, – ნათქვამია შეტყობინებაში. „ეიბისი ნიუსის“ ცნობით, 43 წლის მამაკაცის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის დაუდგენელია და ექსპერტიზის შედეგად გაირკვევა.