აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვაშინგტონი კიევს „F-16“ის ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს არ მიაწვდის. თეთრ სახლთან ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა, გეგმავდა თუ არა პრეზიდენტი უკრაინისთვის გამანადგურებლების მიწოდებას, რაზეც ბაიდენმა უპასუხა „არა“. ჯო ბაიდენს მანამდეც განუცხადებია, რომ სამხედრო თვითმფრინავების მიწოდების საკითხი დღის წესრიგში არ არის. მედიასთან საუბრისას ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ დარწმუნებული არ არის, უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე ეწვევა თუ არა ვიზიტით ევროპას.