აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება

12:12, 17.08.2026

აშშ-ის პრეზიდენტი BBC-ის მისი ოჯახის წევრების დევნაში მას შემდეგ ადანაშაულებს, რაც მაუწყებელმა ტრამპის შვილების სასამართლოში დაბარება სცადა. გამოცემა „ტელეგრაფი“ აღნიშნავს, რომ BBC-ის იურისტებმა ფლორიდის სასამართლოს დონალდ ტრამპ უმცროსის, ივანკა ტრამპისა და მისი მეუღლის, ჯარედ კუშნერის სასამართლოში დაბარება სთხოვეს. ეს კი მათ პრეზიდენტის მიერ BBC-ის წინააღმდეგ აღძრულ 10-მილიარდიან სარჩელზე ჩვენების მიცემას დაავალდებულებდა. შეგახსენებთ, რომ სარჩელი BBC-ის პროექტ „პანორამაში“ გასულ დოკუმენტურ ფილმს ეხება.

მსგავსი