ამერიკის პრეზიდენტმა პერსპექტიული უწოდა ვლადიმერ პუტინის განცხადებას, თუმცა, თქვა, რომ ეს განცხადება არ არის სრული. დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მზად არის, რუსეთის პრეზიდენტთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბროს და მას შეხვდეს უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების მიზნით.