აშშ-ის პრეზიდენტი გრენლანდიის შეძენას განიხილავს

 აშშ-ის პრეზიდენტი და მისი გუნდი გრენლანდიის შეძენის სხვადასხვა მეთოდს განიხილავს. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ერთ-ერთ ვარიანტად შეიარაღებული ძალების ჩართულობაც განიხილება. მათივე თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა კარგად, ნათლად განაცხადა, რომ გრენლანდიის შეძენა არის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი და ეს აუცილებელია ამერიკის მოწინააღმდეგეების შესაკავებლად არქტიკულ რეგიონში.

როგორც „როიტერი“ წერს, ნატო-ს სხვა ლიდერების წინააღმდეგობის მიუხედავად, ტრამპი არ აპირებს უკან დახევას და მიზნის მიღწევა თავისი პრეზიდენტობის პერიოდში სურს.