აშშ-ის ოპერაცია ვენესუელაში - ტრამპი განცხადება
დონალდ ტრამპი ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტსა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს აფრთხილებს, რომ თუ სწორად არ მოიქცევა, დიდ საფასურს გადაიხდის. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ვენესუელაში „რეჟიმის ცვლილება“ საჭიროა. „აღდგენა და რეჟიმის ცვლილება, როგორც არ უნდა დაარქვათ, უკეთესია, ვიდრე ის, რაც ახლა გაქვთ. უარესი ვეღარაფერი იქნება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. მისივე თქმით, გრენლანდიის შეძენა აშშ-ის თავდაცვისთვის აუცილებელია.