აშშ-ის ოპერაცია ვენესუელაში - სამხედრო მაღალჩინოსნების გამოხმაურება
ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები „მკაცრად აპროტესტებენ“ ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის „გატაცებას“. მისი თქმით, ინციდენტის დროს სასტიკად მოკლეს სამხედრო პირები და უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები. ამასთან, ვლადიმირ პადრინომ აღნიშნა, რომ ვენესუელის არმია მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს, რომელიც დროებით შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას.