ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ აშშ-ის მთავრობას „თანამშრომლობის პროგრამას“ სთავაზობს. დელსი როდრიგესის თქმით, ეს პროგრამა მიმართული იქნება „საერთო განვითარებისკენ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, საზოგადოების ხანგრძლივი თანაცხოვრების განსამტკიცებლად“.
მისივე თქმით, ვენესუელა პრიორიტეტად მიიჩნევს ახალი, უკეთესი ურთიერთობების დამყარებას აშშ-სა და რეგიონის ქვეყნებთან. როდრიგესის განცხადებით, ვენესუელელები და მისი მეზობლები მშვიდობას იმსახურებენ.