აშშ-ის იერიში ირანის სამხედრო ობიექტებზე
აშშ ირანის დაბომბვას განაგრძობს. შტატების ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ბოლო დარტყმების მიზანი ირანის სამხედრო შესაძლებლობების შესუსტება და კომერციული გემებისთვის საფრთხის შემცირებაა. სარდლობაში ასევე აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა და გემები აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერით თავისუფლად გადაადგილდებიან. ამასთან ერთად, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, გასულ ღამეს ირანის რამდენიმე რაიონზე შეერთებული შტატების თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.