აშშ-ის განვითარების სააგენტოს რეკომენდაცია მოსამართლეთა შერჩევის წესზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა უნდა მოხდეს გამჭვირვალედ – ეს არის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ამერიკის განვითარების სააგენტოს მიერ. მოსამართლეების არჩევის წესის საორგანიზაციო საკითხებს USAID-ი უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად განიხილავს.

ღონისძიება ბორჯომში იმართება და, ძირითადად, საუბარი აშშ-ის გამოცდილებას ეხება. მმართველი გუნდის წევრები აღნიშნავენ რომ, მოსამართლეობის მსურველებს კომიტეტებზე ამერიკული მოდელის მიხედვით მოუსმენენ.

დატოვე კომენტარი