აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ USAID-ის დახურვის გადაწყვეტილება შეაჩერა
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ USAID-ის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება შეაჩერა. როგორც „ბიბისი“ წერს, იკრძალება ტრამპის ადმინისტრაციის ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახურვასთან დაკავშირებით. მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მრავალმხრივ არღვევდა აშშ-ის კონსტიტუციას.
სამთავრობო ეფექტიანობის სამსახურს, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს, დაევალა USAID-ის კომპიუტერულ და გადახდის სისტემებზე წვდომის აღდგენა თანამშრომლებისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც შვებულებაში იყო გაშვებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, USAID-ის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.