აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგია კვლავ შეფასებების თემაა თბილისში. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპაში შტატების პრიორიტეტებს შორის „ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმის დასრულება“ დაასახელა.
დოკუმენტის თანახმად, ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდობას ითხოვს, თუმცა მათი მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრის გამო, ეს სურვილი პოლიტიკაში არ აისახება. დოკუმენტში ნათქვამია ისიც, რომ ამერიკულმა დიპლომატიამ უნდა გააგრძელოს ნამდვილი დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ევროპული ქვეყნების ინდივიდუალური ხასიათისა და ისტორიის მხარდაჭერა. შტატებში თვლიან, რომ ევროპის წინაშე არსებული პრობლემების მიზეზი ევროკავშირისა და სხვა ტრანსნაციონალური ორგანოების ქმედებებია, რომლებიც პოლიტიკურ თავისუფლებასა და სუვერენიტეტს ძირს უთხრის.