აშშ-ის დახმარება უკრაინას

12:19, 17.03.2022

ამერიკამ უკრაინის თავდაცვის სფეროსთვის დამატებით 800-მილიონიანი დახმარების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამის ბრძანებას ბაიდენმა ხელი უკვე მოაწერა. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით არის და იქნება. მისივე თქმით, უკრაინა ამერიკისგან დრონებსაც მიიღებს. ეს სამხედრო ტექნიკა ქვეითი ჯარისა და მტრის სამხედრო ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად გამოიყენება. ასევე, უკრაინას გადაეცემა საჰაერო თავდაცვითი ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და სხვა აღჭურვილობა.

მსგავსი