აშშ-ის დახმარება უკრაინას

უკრაინა ამერიკისგან პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით 500 მილიონ დოლარს მიიღებს. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაში ვკითხულობთ, რომელიც ორი ქვეყნის ლიდერს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა. პრეზიდენტებმა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, შეერთებული შტატების ძალისხმევის შესახებ ისაუბრეს.