აშშ-ის და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა

დათანხმდება თუ არა ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას – უკრაინამ და ამერიკამ შეთანხმებას მიაღწიეს, ჯერი ახლა რუსეთზეა. მშვიდობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი – ასე აფასებენ აშშ, უკრაინა და ევროპელი მოკავშირეები საუდის არაბეთში ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს, რომელიც რვა საათს გაგრძელდა.

შეხვედრაზე ამერიკამ უკრაინას 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის წინადადება წარუდგინა, რასაც კიევი დათანხმდა. ამავე დისკუსიაზე ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ განაახლოს უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო დახმარება.

ქეთი ჩოხელი დეტალებით.