Artemis II – მისია დედამიწაზე დაბრუნდა

12:13, 11.04.2026

NASA-ს მისია Artemis II დასრულებულია. ასტრონავტები დედამიწაზე, თბილისის დროით, 04:07 წუთზე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. ბოლო ნახევარ საუკუნეში პირველი ასტრონავტები, რომლებმაც მთვარის გარშემო იფრინეს, წარმატებით დაეშვნენ წყნარ ოკეანეში, კალიფორნიის სანაპიროსთან.

დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ, რაც მისიის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ეტაპი იყო, „ორიონმა“ პარაშუტები გაშალა, რითაც სიჩქარე შეანელა და წყნარ ოკეანეში ჩაეშვა, სადაც ასტრონავტებს შესაბამისი ჯგუფები ელოდებოდნენ. NASA-ში აცხადებენ, რომ ეს ადამიანის მიერ კოსმოსური კვლევის ახალი ერის დასაწყისია.

შეგახსენებთ, Artemis II პირველ აპრილს ფლორიდიდან გაუშვეს. ხომალდმა „ორიონმა“, რომელშიც ოთხი ასტრონავტი იმყოფებოდა, მთვარეს შემოუარა, რა დროსაც დედამიწიდან ყველაზე შორ წერტილში მოექცა, სადაც ადამიანი ოდესმე ყოფილა. შემდეგ კი გეზი კვლავ ჩვენი პლანეტისკენ აიღო.

მსგავსი