არშემდგარი „მშვიდობიანი დამხობა“ – გამოძიება გრძელდება

21:13, 11.10.2025

ოთხი ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 46 პირი დააკავეს, აქედან მხოლოდ ორის შემთხვევაშია გამოყენებული გირაო. ია დარახველიძემ და გიორგი ჩახუნაშვილმა იზოლატორი უკვე დატოვეს, დანარჩენებს კი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

მომხდარიდან ერთი კვირის შემდეგ ისევ გრძელდება დავა, თუ ვინ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, საგამოძიებო ნაწილში კი სხვადასხვა უწყებაში ხდება იმ პირების გამოკითხვა, რომლებიც, შესაძლოა, კავშირში იყვნენ განვითარებულ მოვლენებთან ან იმ დაგეგმილ სცენართან, რომელიც ხელისუფლების დამხობასა და ქვეყანაში ქაოსის გამოწვევას ითვალისწინებდა.

 

მსგავსი