არის თუ არა აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად ვარგისი

ჯერ ისევ უცნობია, არის თუ არა ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად ვარგისი. 23-ე კორპუსში, სადაც ორი დღის წინ, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებას, ახალგაზრდა ქალისა და ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამ წუთისთვის ექსპერტები და ინჟინრები მუშაობენ.

სპეციალისტები კორპუსის დაზიანებული ნაწილის მდგრადობას ამოწმებენ. დროებით საცხოვრებელში რჩება ამ დრომდე 28 ოჯახი. მათ ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები საკუთარი ბინებიდან მაშველების დახმარებით გამოიტანეს.

გიორგი კობერიძე მუშაობს ფონიჭალაში და ის ახლა ბოლო ინფორმაციით შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში.