არესტოვიჩის განცხადება - შეფასებები

„ცეცხლოვანი მოკითხვა“ არესტოვიჩის სახელით, – უკრაინელი მაღალჩინოსანი ოფიციალური თბილისის მიმართ მწვავე რიტორიკას განაგრძობს.

საქართველოს ხელისუფლების მისამართით მორიგ განცხადებას არესტოვიჩი სიტყვა „ყურცქვიტებით“ იწყებს და მთავრობას მიმართავს, რომ მის პოლიტიკას ხალხი არჩევნებზე შეაფასებს. მეორე ფრონტის გახსნისკენ მოწოდებების და არაერთი მწვავე შეფასების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ქართული მხარის ქცევებს ამჯერად უცნაურს უწოდებს. რეაქციები ფრთხილი, თუმცა მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრის მხრიდან, უფრო მკაცრი იყო. პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ ნეგატიური გზავნილები კიდევ უფრო გაუგებარია ხელისუფლებისთვის. ოფიციალური თბილისი ორი ქვეყნის ურთიერთობის ხელოვნურად დაძაბვაზე მიუთითებს. ურთიერთობის გაუარესების მცდელობის მიღმა მიხეილ სააკაშვილის გავლენებზე პირველად საუბრობს პრეზიდენტიც.