არჩილ მუსელიანცის სასამართლო პროცესი
 სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების და განადგურების მუხლით ბრალდებული არჩილ მუსელიანცი მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა. სხდომაზე ასევე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქმის არსებითად განსახილველად გადაცემას. სიტყვის უფლებით ისარგებლა დაკავებულმაც და განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
შეგახსენებთ, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ, თუმცა, შემდეგ გადაკვალიფიცირდა მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით და დაიწყო გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებასა და განადგურებას