არჩევნების შედეგები და აქციები ბელარუსში

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსი აქციებმა მოიცვა – დაკავებულია 3000 და დაშავებულია 100-ზე მეტი მოქალაქე. დემონსტრანტები ლუკაშენკოს 26-წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს ოპოზიცია, რომლის ლიდერმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და ხელისუფლებას ძალაუფლების გადაბარებისკენ მოუწოდა.

ლუკაშენკო კი საპროტესტო აქციების მიღმა უცხო ქვეყნების კვალს ხედავს. ბელარუსში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, ვარშავა ევროკავშირის საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს. ჩატარებული არჩევნების მიმართ პრეტენზიები აქვთ ევროპაშიც. სანქციების გამკაცრების მუქარა უკვე გაისმა.

დატოვე კომენტარი