არჩევნების ჩატარების საკითხი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ომის პირობებში არჩევნების ჩატარება „ცუნამია, რომელიც ქვეყანას გახლეჩს“. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სრულმასშტაბიანი ომის დროს არჩევნების ჩატარება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული და შესაძლოა, საზოგადოებაში განხეთქილება გამოიწვიოს. როგორც ზელენსკი აცხადებს, მისი სტრატეგიაა, ქვეყანა ომის დასრულებამდე მიიყვანოს და შეინარჩუნოს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო.
უკრაინაში არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმაც. მიხაილო ფედეროვმა აღნიშნა, რომ დემოკრატია პუტინის მძევალი არ უნდა იყოს. მისივე თქმით, თუ ქვეყანაში არჩევნები აღარ ჩატარდება, უკრაინაში დემოკრატია აღარ იქნება. ჟურნალისტის კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს არჩევნებში ზელენსკის გამარჯვებას, ფედეროვმა უკრაინის პრეზიდენტის პირდაპირ კრიტიკას თავი აარიდა, თუმცა, აღნიშნა, რომ ზელენსკიმ მის უახლოეს გარემოცვაში არსებულ კორუფციულ სქემებზე არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. მან ასევე აღნიშნა, რომ კონკრეტულად მას ზელენსკის კორუმპირებულობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ფედოროვი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში პოლიტიკური ამბიციები არ აქვს, თუმცა მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.