არჩევნები ნოტარიუსთა პალატაში

18:25, 10.10.2026

ნოტარიუსთა საერთო კრებამ გამგეობის თავმჯდომარე და წევრები აირჩია. არჩევნები ფარული კენჭისყრით, ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამით ჩატარდა. გამგეობის თავმჯდომარის არჩევნებში ხმათა უმრავლესობით ნოტარიუსმა დავით იმნაძემ გაიმარჯვა.
თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და გამგეობის წევრობის კანდიდატებმა ნოტარიუსებსა და მოწვეულ სტუმრებს სანოტარო სფეროს შემდგომი განვითარებისა და ახალი ინიციატივების შესახებ საკუთარი სამოქმედო პროგრამები წარუდგინეს. საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ხაზი გაუსვა ნოტარიუსის მნიშვნელოვან როლს სამართლებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვაში. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანდა.

მსგავსი