არჩევნები ირანში

ირანს ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ხმების დათვლის შემდეგ, საარჩევნო უბნებზე მისული ადამიანების 62 პროცენტმა მხარი სეიედ ებრაჰიმ რაისის დაუჭირა. ირანის საპრეზიდენტო არჩევნები ისტორიულად დაბალი აქტივობით გამოირჩეოდა – საარჩევნო უბნებზე მოსახლეობის 48.8 პროცენტი მივიდა.

ირანის სულიერმა ლიდერმა დაბალი აქტივობის მიზეზად ირანის რეგიონული და დასავლელი მეტოქეების ჩარევა დაასახელა, თუმცა სხვა მიზეზებად საპრეზიდენტო კანდიდატების დისკვალიფიკაცია და ბოიკოტისკენ მოწოდებებიც სახელდება.

გივი ბარამიძე გიამბობთ.