არჩევნები გერმანიაში

ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ბლოკმა „ქრისტიან-დემოკრატიულმა/ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა“ გაიმარჯვა. ფრიდრიხ მერცის ბლოკს ამომრჩეველთა ხმების 28,5 პროცენტი აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ გერმანიის კანცლერის თანამდებობას, სავარაუდოდ, ფრიდრიხ მერცი დაიკავებს. ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეორე ადგილზეა 20,8 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ კი 16,4 პროცენტი აქვს.

რაც შეეხება დანარჩენ ხმებს, გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის მემარცხენე-ლიბერალური „კავშირი-90“/„მწვანეები“ – 11,6 პროცენტი, „მემარცხენე პარტია“-  8.8 პროცენტი, მემარცხენე-პოპულისტური „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ – 4.9 პროცენტი, ხოლო ლიბერალური „თავისუფალი დემოკრატიული პარტია“– 4.3 პროცენტი. ამომრჩეველთა აქტივობამ რეკორდულ 83,5 პროცენტს მიაღწია, რაც 1990 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გერმანიის არჩევნებში.