არჩევნები ბულგარეთში

12:19, 26.10.2026

ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია 25 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აქვეყნებს. ოქმების 95.29%-ის დამუშავების შედეგად ცნობილი გახდა, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა, ილიანა იოტვამ ხმების 34.59% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი გიუროვმა კი – 32.03%. ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში აქტივობა 19:00 საათის მონაცემებით დაახლოებით 22.3 პროცენტი იყო. ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პირველ ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი