არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმე

12:02, 07.12.2019

არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე დაკავებული 11 პირის პროცესი იწყება ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომაზე მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს. დაკავებულები არიან არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგი.

გამოძიების ინფორმაციით, მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მოზარდები ამერიკის მოქალაქის მიერ კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში მიჰყავდათ, სადაც პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოვიდეომასალის გადაღება ხდებოდა.

 

მსგავსი