არასრულწლოვნების დაკავება ქურდობის ფაქტზე

ქურდობისა და ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავეს. მათგან ერთი-ერთი წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი და ძარცვისთვის მხილებულია, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული სამართალდამცველების მიერ მხილებული იყო ქურდობის ფაქტზე.

გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა ჯგუფურად თბილისში მდებარე „ნიკორა-ტრეიდის“ კუთვნილი ერთ-ერთი ფილიალიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია, ასევე, თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე დადგინდა, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანი თბილისში მდებარე „ორი ნაბიჯის“ მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთი ფილიალში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 800 ლარამდე თანხას. სამივე არასრულწლოვანი დაკავებულია, ჩადენილი დანაშაული 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.