არასრულწლოვანზე მოძალადეს ბრალი დაუმძიმდა

13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულ ზ.მ.-ს ბრალდება, წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებისა და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის მუხლებით დაუმძიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით, ზ.მ.-მ, 14 წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებულის მიმართ გაუპატიურება და  ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

დაკავებულს 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.