არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმე

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის გავრცელების საქმეზე წინა სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობს. დაცვის მხარე აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს.

არასრულწლოვანი ბავშვების მშობლებსა და პედაგოგებს მოზარდთა პორნოგრაფიული ხასიათის მასალების დამზადება-გასაღებაში ედებათ ბრალი. საუბარია დანაშაულებრივ სქემაზე, რომლის შესახებ საზოგადოებისთვის სექტემბერში გახდა ცნობილი. დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

საქმეში ფიგურირებენ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებიც, რომლებსაც თბილისში უკანონო ფოტო-ვიდეო გადაღებებისთვის სპეციალური ადგილები ჰქონდათ ნაქირავები. საგამოძიებო მასალების მიხედვით, მშობლებს არასრულწლოვნები გადასაღებ ადგილზე, თანხის სანაცვლოდ, თავად მიჰყავდათ, პორნოგრაფიული პროდუქციის რეალიზაცია კი უცხოეთში ხდებოდა. ბავშვების შერჩევის პროცესში ჩართულები იყვნენ მასწავლებლებიც. ამ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში 24 პირია დაკავებული.