არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტი - შსს-ს განცხადება
რა მოხდა სოფელ ზემო ყულარში? – დაჭრილი 16 წლის მოზარდის გადარჩენისთვის ექიმები მარნეულის საავადმყოფოში ამ დრომდე იბრძვიან. სამედიცინო პერსონალი მედიასთან დამატებით კომენტარს არ აკეთებს. სკოლის მოსწავლის დაჭრის ფაქტზე დაკავებული 20 წლის ბიჭი კი ბრალის წარდგენას ელოდება. ეჭვმიტანილი ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
შემთხვევა 10 ივლისს სოფელ ყურალში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს, 2009 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. საქმე არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის აღძრული და 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.