არასრულწლოვან დ.ღ.-ს საქმეზე დაცვის მხარის მოწმეებს აღარ დაჰკითხავენ

არასრულწლოვან დ.ღ.-ს საქმეზე დაცვის მხარის მოწმეებს აღარ დაჰკითხავენ. ეს მოთხოვნა პროკურატურას ჰქონდა და დაცვის მხარეც დაეთანხმა. შემდეგ სხდომაზე გახდება ცნობილი, გამოიკვლევენ თუ არა დაცვის მხარის დანარჩენ, ანუ წერილობით მტკიცებულებებს. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემით დაკავებული მოზარდის საქმეზე პროკურატურამ უკვე დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა. პროცედურულად ახლა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაიწყოს, თუმცა, პროკურატურამ განმარტა, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებებს სადავოდ არ ცნობს,  შესაბამისად,  ეს მტკიცებულებები არ უნდა გამოიკვლიონ.

არასრულწლოვანი დ.ღ. 6 თვის წინ ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს, ის თითქმის ექვსი თვე პატიმრობაში იყო, თუმცა, ბრალს აღიარებდა. წინა სხდომაზე, 11 იანვარს, არასრულწლოვანს აღკვეთი ღონისძიების მძიმე ფორმა, შედარებით მსუბუქით, გირაოთი შეუცვალეს და მან სხდომათა დარბაზი დატოვა. დაცვის მხარე პროკურატურის ამ პოზიციას უპრეცედენტო ფაქტს უწოდებს.