ISFED-ის ყოფილი დირექტორი ნინო დოლიძე მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე იკითხება. გამოკითხვაზე შესვლამდე მან განაცხადა, რომ პირბადეები ნამდვილად შეიძინეს, თუმცა მხოლოდ თანამშრომლების დასაცავად. მისი განმარტებით, აქციებს ძალადობრივი სახე არ ჰქონია. პროკურორის განცხადებით, 2024 წლის აქციებს ძალადობრივი სახე ჰქონდა. მისი განმარტებით, საქმის მასალებიდან დგინდება, რომ აღნიშნულს სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები ახალისებდნენ.
შეგახსენებთ, პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე გამოძიება გრძელდება. საგამოძიებო უწყებამ 7 არასამთავრობო ორგანიზაციას საბანკო ანგარიშები დაუყადაღა.