არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გამოკითხვა
საქალაქო სასამართლოში ISFED-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. ნინო დოლიძის განცხადებით, კითხვები ძირითადად 2024 წლის გაზაფხულზე და ნოემბერ-დეკემბრის აქციებსა და ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ შესყიდვებს ეხებოდა. საქმე ეხება გენერალურ პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.