არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა

უკრაინაში კრემლის სამხედრო აგრესიის ფონზე, საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს – ეს არის ის მთავარი რეკომენდაცია, რომლითაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ერთობლივად მიმართავენ.

22 ორგანიზაციის სახელით გამართულ პრესკონფერენციაზე, მესამე სექტორმა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ პრეზიდენტისა და ოპოზიციის მონაწილეობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევა მოითხოვა. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებში მიზანშეწონილად მიიჩნევენ, პარლამენტში უმრავლესობის, ოპოზიციის, მთავრობისა და ექსპერტების მონაწილეობით განიხილონ უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და საპასუხოდ დასავლეთის მიერ რუსეთის სანქცირების საკითხი, ასევე იმსჯელონ საქართველოს ეკონომიკაზე ამ პროცესების შესაძლო შედეგებზე.

არასამთავრობოების მიმართვას „ქართულ ოცნებაში“ გამოეხმაურნენ.

დატოვე კომენტარი